+995 592 11 11 00; +995 593 55 79 01info@newuni.edu.ge

ახალი უმაღლესი სასწავლებლის მისია, მიზნები, ხედვა და ღირებულებები

ახალი უმაღლესი სასწავლებელი წარმოადგენს სტუდენტისა და პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მისიაა: ცოდნაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ-ჩვევების, დემოკრატიული ღირებულებებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე სპეციალისტების მოამზადება; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ცვალებადი საზოგადოებრივი და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, მათი შემდგომი დასაქმების მიზნით; სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა; საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტისათვის დარგის ხარისხიანი ცოდნის მიწოდება და საბაზისო კვლევითი უნარების გამომუშავება, რაც უზრუნველყოფს შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.