საჯარო ლექცია

ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაცია განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემიის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები. 
ნიუ უნის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე პრეზენტაცია – გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს ოფიციალური წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა

 

სამუშაო შეხვედრა

დღეს, ახალ უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის რეაკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული პროგრამის აფილირებული, აკადემიური/მოწვეული პერსონალი და სასწავლებლის ადმინისტრაცია. შეხვედრას უძღვებოდა სასწავლებლის რექტორი.

„რა? სად? როდის?“

დღეს ნიუ უნიში ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი. დასმული შეკითხვები სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ აკადემიური ხარისხი მომავალი პროფესიის მიმართულებით.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ახალ უმაღლეს სასწავლებელში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სადიაგნოსტიკო ტესტირება ზოგად უნარებში. (იმედის სიუჟეტი)

ახალი უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზებით, გუდაურში, ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
(იმედის სიუჟეტი)

გარე შეფასების მიზნით, 2018 წლის გაზაფხულზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის დაკვეთით გამოყენებითი კვლევების კომპანიის ARC მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები

სამუშაო შეხვედრა

პროგრამული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა შეხვედრა.დღევანდელ შეხვედრას, ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე მიმდინარეობდა საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების საჯარო განხილვა, რომელსაც ესწრებიან ნიუ უნის რექტორატის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურებისა და სტუდენტთა კარიერული ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები, აგრეთვე სასწავლებლის მიერ მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მომდევნო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში მომავალ კვირას იგეგმება.

თათია პაჭკორიას საჯარო ლექცია

ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა ჟურნალისტის, ტელეწამყვანის
თათია პაჭკორიას საჯარო ლექცია თემაზე:
,,თანამედროვე ქართული მედიის პრობლემები”

სასწავლებლის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენდები და პროფესორ-მასწავლებლები.

ნიუ უნი მადლობას უხდის თათია პაჭკორიას, საინტერესო ლექციისათვის.

სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან

ამ წუთებში პროგრამული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ახალ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს სტუდენტებთან შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებიან ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

შეხვედრას ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე უძღვება.

მომდევნო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში უახლოეს მომავალში გაიმართება.