ახალი უმაღლესი სასწავლებელი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ კვალიფიციური განათლება საქართველოში, რაშიც ხელს შეგიწყობთ სასწავლებლის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და სასწავლებელში მოღვაწე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ახალი უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. .

ახალ უმაღლეს სასწავლებელში გელით:
  • მყუდრო და კეთილგანწყობილი გარემო;
  • უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა;
  • საინტერესო სტუდენტური პროექტები.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი მიზნად ისახავს:
  • პიროვნული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას;
  • სტუდენტების შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;
  • თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადებას;
  • უმაღლესი განათლების მქონე პირთა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას;
  • სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.

მიიღეთ საუკეთესო განათლება და წარმატებული პროფესიული კარიერა.

დიდი წარმატება – სწორი არჩევანით იწყება!