სამუშაო შეხვედრა

პროგრამული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ახალ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა შეხვედრა.დღევანდელ შეხვედრას, ნიუ უნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე მიმდინარეობდა საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების საჯარო განხილვა, რომელსაც ესწრებიან ნიუ უნის რექტორატის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურებისა და სტუდენტთა კარიერული ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და განმახორციელებელი პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები, აგრეთვე სასწავლებლის მიერ მოწვეული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მომდევნო შეხვედრა ახალ უმაღლეს სასწავლებელში მომავალ კვირას იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *