"ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები მენეჯერებისთვის"

ანუ პერსონალური პროდუქტიულობის გაზრდა ტექნოლოგიების ხარჯზე!

გიორგი კაკაშვილის
საავტორო კურსი

 პრაქტიკული, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგი თანამედროვე, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის და არა მარტო მათთვის.

ტრენინგის ამოცანები

  • როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • როგორ შევაგროვოთ და ვმართოთ მცირე თუ დიდი ზომის ინფორმაცია Google Forms-ის და Microsoft Forms-ის საშუალებით.
  • როგორ მივწვდეთ ყველა ჩვენს ფაილს, ნებისმიერი წერტილიდან.
  • როგორ ვიმუშაოთ ყველამ ერთად ერთ დოკუმენტზე ერთდროულად.
  • როგორ გამოვიყენოთ "საუკეთესო პროდუქტიულობის" ინსტრუმენტი ჩვენი სხდომების, მოვლენების, შენიშვნების და ყოველდღიური ამოცანების დასაგეგმად.
  • როგორ შევძლოთ სამუშაოს შესრულება ყველგან და არა - მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან.
  • როგორ შევძლოთ ონლაინ კონფერენციის ჩატარება.
  • როგორ შევქმნათ ელექტრონული ბლოკნოტი, როგორ გავაზიაროთ და როგორ შევძლოთ მასზე კოლაბორაციული მუშაობა.

რას მივიღებ ტრენინგის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს გექნებათ ყველა ის ჰიპერთანამედროვე ტექნოლოგიური უნარ-ჩვევა, რაც აუცილებელია თანამედროვე მენეჯერებისთვის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

შეძლებთ:

  • პროდუქტიულობას ყველგან სადაც ხართ;
  • თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერი მოწყობილობიდან (სმარტფონიდან, ტაბლეტიდან ან კომპიუტერიდან);
  • მიიღოთ პასუხები სწრაფად, მართოთ ღონისძიებაზე რეგისტრაციები, ჩაატაროთ სწრაფი გამოკითხვა, შეაგროვოთ საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა მრავალი რამ.
  • ნებისმიერი ფაილი სწრაფად გაუზიაროთ სხვებს, რათა ნახონ, ჩამოტვირთონ ან თქვენთან ერთად იმუშაონ;
  • შექმნათ ციფრული კალენდარი, დაგეგმოთ ღონისზიებები და მოიწვიოთ თანამშრომლები

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია, სწავლების პროცესის დასრულების შემდეგ მსმენელებმა არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით გააცნობიერონ საინფორმაციო ტექნოლოგიების აუცილებლობა და მისი დადებითი მხარეები სამუშაო პროცესში. განივითარონ და გამოიყენონ ის ჰიპერთანამედროვე კომპიუტერული შესაძლებლობები რაც გაამარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას. შეიძინონ ტექნოლოგიური მეცნიერების საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპეტენციები სამუშაო პროცესის ელექტრონულად დაგეგმვის და განხორციელების შესახებ.

ტრენინგის შინაარსი

ტრენინგის საფასური: 550 ლარი
ხანგრძლივობა: 16 საათი

Google Mail (Advance)

  • Sending, replying, attachments, and printing
  • Signatures, labels, and filters
  • Email, find, and manage your
    contacts
  • Create personal groups and mailing lists

Google Calendar & Microsoft Calendar

  • Calendar: Set up reminders,
    sharing, and more
  • Calendar: Scheduling, invitations,
    attachments, and printing

Google Drive & Microsoft OneDrive 

  • Google Drive – სისტემა რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელმა ან მომხმარებელთა ჯგუფმა შექმნან, შეინახონ, დაარედაქტირონ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები. გაუზიარონ ესა თუ ის ფაილი ქლაუდური სისტემის დახმარებით, ქონდეთ წვდომა ფაილებთან ინტერნეტის არსებობის შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 24 საათის განმავლობაში.
  • OneDrive-ის საშუალებით თქვენ შეძლებთ შესრულებული სამუშაოს ხელმისაწვდომობას ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან (სმარტფონიდან, ტაბლეტიდან ან კომპიუტერიდან), ნებისმიერ დროს;